1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრანკის მოძღვრება ადამიანის შესახებ

გერმანელი ფილოსოფოსი სებასტიან ფრანკის (1499-1542) მოძღვრება, იქიდან ამოდის, რომ ქვეყანას, როგორც ნივთთა ერთიანობას, მსოფლმხედვ¬ელობრივი თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს. მას ღმერთი მართავს. იგი არც კეთილია და არც ბოროტი. სულ სხვაა ადა¬მიანი. მას თავისუფალი ნება აქვს, ე. ი. სიკეთესა და ბოროტე¬ბას შორის ამორჩევა შეუძლია. ფრანკი ცდილობს, მას დააბრა¬ლოს ქვეყნად ბოროტების არსებობა და ამავე დროს ღმერთის ყოვლისშემძლეობა შეინარჩუნოს. პლატონმა მარჯვედ შეადარა ღმერთი მზეს. ღმერთი მზესავით ერთნაირად ანათებს კარგ¬საც და ცუდსაც. ერთნაირად ანათებდა იგი პეტრესაც და იუ¬დასაც. მაგრამ იუდამ დახუჭა თვალები და ვერ დაინახა ღვთის წყალობა. ღმერთს, მართალია, ვერაფერი აღუდგება წინ, მა¬გრამ მას თავისთავად არაფერი არ სურს. სურვილი მას მხ¬ოლოდ ჩვენში უჩნდება; და ამ სურვილს ვერაფერი აღუდგება წინ. მიუხედავად ამისა, ფრანკი მაინც ამბობს, რომ ღმერთს არ სურს აიძულოს ნება, ისე, როგორც იგი აიძულებს საგნებს. ღმერთი ნების არჩევანს ხელს არ უშლის. ქვეყანა, როგორც ცოდვის სამეფო, ამ არჩევანის შედეგია. მაგრამ ფრანკს არც ის უნდა, რომ ეს ქვეყანა ღმერთის ნებას არ ემორჩილებოდეს. ღმერთის პასუხისმგებლობიდან განთავისუფლება დუალიზმს მოითხოვს, მისი ყოვლისშემძლეობა კი ბოროტების არსებობის უარყოფას, ე.ი. მონიზმს, ანდა ღმერთშივე ბოროტების არსე¬ბობის აღიარებას. ფრანკს არც ერთის აღიარება არ სურს და არც მეორისა, მისი მიზანი ნების თავისუფლებისა და ღვთის ნების საყოველთაობის შეთავსებაა.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9