1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ონლ ონტ

ონტოლოგია

  1. მოძღვრება არსებულის როგორც არსებულის შესახებ, ჯორდანო ბრუნოსთან წარმოადგენს უნივერსუმს, როგორც ერთიანი გასულიერებული მთელის ანალიზს. „მიზეზის, პრინციპისა და ერთის შესახებ“ ნაშრომის მეხუთე დიალოგის შესავალში ვკითხულობთ: „უნივერსუმი წარმოადგენს ერთიანს, უსასრულოს და უძრავს... ის არ წარმოიშობა, რადგან არ არსებობს რაიმე სხვა ყოფიერება, რომლისკენაც ის შეიძლება მიილტვოდეს, ანდა რომლისგანაც შეიძლება გამოვიდეს; მას ხომ თავადა აქვს ყოველი ყოფიერება. ის არ შეიძლება მოისპოს, რადგან არ არსებობს რაიმე სხვა, რადაც იგი შეიძლება გადაიქცეს, ის ხომ თავადაა ყოველივე? მას არ შეიძლება რაიმე მიემატოს ან მოაკლდეს, რადგან ის ხომ უსასრულოა და ამიტომ ერთიანად შეუძლებელია მას რაიმე გარედან მიემატოს, ანდა რაიმე მოსწყდეს?“
    Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
  2. ბერძნული სიტყვიდან – όντος (ontos) არსებული, მყოფი, და λόγος (logos) სიტყვა, სწავლება. ფილოსოფიური სწავლება არსებულის, ყოფიერების შესახებ.
    Source: ემაოსი 2 (9). წმიდა ირინეოს ლიონელის სახელობის ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტი. თბილისი 2007. სარედაქციო კოლეგია: ლევან აბაშიძე (პასუხისმგებელი რედაქტორი) ლეილა ბეზარაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ბაადურ გელაშვილი, ზაზა კვერცხიშვილი, ზაზა თვარაძე, არნოლდ ჰოხი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9