1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პეგ პეკ პელ პენ პერ პეს პეტ პეჯ

პელაგიანელობა

გავლენიანი მიმართულება იყო IV საუკუნეში. 431წელს ავგუსტინეს მომხრეებმა საეკლესიო კრებაზე იგი დაამარცხეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა ნების თავისუფლების შესახებ მათ მიერ დასმული პრობლემის მოხსნას თეოლოგიური დისკუსიებიდან. ბერი პელაგიას (დაახლ. 354-420/440). მომხრეები (ავგუსტინე უკვე გარდაცვლილი იყო) იცავდნენ იმ აზრს, რომ, რამდენადაც ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და საკუთარი გადაწყვეტილებით შესცოდა, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას შეუძლია საკუთარი ძალით დაუბრუნდეს სამოთხეს, შეურიგდეს ღმერთს, მისგან ახალი წყალობის მიღების გარეშე. თუ ვაიგელის ამ მცდელობას იმ სიმაღლიდან შევხედავთ, რაც ევროპულმა კულტურამ კანტის და შემდეგ სარტრის თეორიათა სახით მოგვცა, უნდა ითქვას, რომ ვაიგელის ტერმინები „მარადიული დაწყევლილობის“ და „მარადიული ნეტარების“ შესახებ, ადეკვატურად ვერ გამოხატავენ საქმის ვითარებას; კერძოდ, სწორედ იმას, რისი დასაბუთებაც ვაიგელს უნდა: ადამიანის დაცემა არ ყოფილა გამოუსწორებელი, ე. ი. მის სუბსტრატს, მის არსებას დიდმნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ცოდვაში ჩავარდნით, მაგრამ იგი მაინც დარჩა პასუხისმგებელი, ე. ი. ადამიანი, ანუ არსება, რომელიც მაინც თავისუფალია გარკვეული აზრით. მხოლოდ ეს იძლევა მისი აღდგომის, ანუ ქრისტეში ხელახლა დაბადების შესაძლებლობას. ადამიანი ამჯერადაც თავისუფალი უნდა დარჩეს (ამჯერად სიკეთეში) - ე. ი. მას უნდა დარჩეს იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ შეიძლება (შესაძლოა) შეცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერც თავისუფალი იქნება და, ამდენად, ვერც ადამიანი - რადგან, თავისუფლება, მისი დაკარგვის შესაძლებლობის გარეშე, ქრისტიანისათვის ადამიანს კი არა, ანგელოზსაც არა აქვს (ამგვარ ხედვას კი ხშირად მოითხოვს ვაიგელისეული გაგება. მაგალითად, როცა იგი მარადიულ ტანჯვაზე, ანდა ნეტარებაზე, ასევე ქრისტესა და ადამსა შორის ამორჩევაზე მსჯელობს). ძველი და ახალი აღთქმის მთელი შინაარსი, მისი აზრით, სწორედ და ყოველთვის ორ ვითარებაზე მიუთითებს: სახელდობრ ადამზე, თუ როგორ უნდა მოკვდეს იგი ჩვენში და ქრისტეზე, თუ როგორ უნდა აღდგეს იგი ჩვენში და იცხოვროს.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9