1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანდროგინიის კონცეფცია

ანდროგინია – სიტყვა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ბერძნული andro (კაცი) და gyn (ქალი), აღნიშნავს მასკულინობისა და ფემინურობის ბალანსს ადამიანში. ამ კონცეფციის ფესვები კლასიკური მითოლოგიიდან, ლიტერატურიდან და რელიგიიდან მოდის. ფსიქოლოგიაში ეს იდეა გამოყენებული იქნა იუნგის (Jung) ანიმას კონცეფციაში (კაცში ფემინური ნაწილი) და ანიმუსის კონცეფციაში (მასკულინური ნაწილი ქალში). იუნგს მიაჩნდა, რომ პიროვნების სრულყოფილებისათვის აუცილებელია ამ ორი ნაწილის ერთიანობა.ანდროგინიის იდეა კვლავ გაცოცხლდა ფემინისტი ფსიქოლოგების გამოკვლევების შედეგად. ფსიქოლოგიური ანდროგინია არის ისეთი ფსიქოლოგიური ნიშნების ბალანსი, რომლებიც მასკულინურად ან ფემინურად არიან სტერეოტიპიზებული. ანდროგინიის განსაზღვრებასთან ერთად, ეს კონცეფცია განსაზღვრავს იმასაც, თუ რა არ არის ანდროგინია: 1) ანდროგინია არ არის ქალთა ლიბერალური პოზიცია საზოგადოებაში. ადამიანი შეიძლება მიიჩნევდეს საკუთარ თავს, როგორც საზოგადოებაში ნაკლებად გენდერულად ტიპიზებულს სხვებთან შედარებით და ამავდროულად, გააჩნდეს გენდერთან დაკავშირებული ტრადიციული შეხედულებები; 2) ანდროგინია არ არის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული. ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური ორიენტაცია არის ადამიანის სექსუალური მიდრეკილებების ფორმა, რაც არანაირ კავშირში არ არის ფსიქოლოგიური ანდროგინიასთან და ბოლოს 3) ანდროგინია არ არის დაკავშირებული ფიზიკურ, სექსუალურ ან მასთან დაკავშირებულ მახასიათებლებთან.ანდროგინის კვლევებმა გვიჩვენეს, რომ გენდერულ ტიპირებაში არსებობს ინდივიდუალური ვარიაბილურობის დიდი რაოდენობა. ამდენად, გასარკვევია საკითხი, არსებობს თუ არა ანდროგინიასა და ადამიანის (ქალებისა და მამაკაცების) ქცევას, პიროვნულ ნიშნებს, თავისებურებებს, შეხედულებებსა თუ ცხოვრების სტილს შორის კავშირი. მიუხედავად მრავალრიცხოვანი კვლევებისა, ეს საკითხი დღემდე ერთმნიშვნელოვნად არ არის გადაწყვეტილი.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9