1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ავა ავგ ავი ავს ავტ ავუ ავღ ავშ

ავტორიტეტული მშობლები

ახორციელებენ შვილებზე მაღალი დონის კონტროლს და ამავე დროს, მათთან აქვთ თბილი ურთიერთობები. ავტორიტეტული მშობლები ადგენენ თავიანთი შვილებისათვის შეზღუდვებს და მკაცრად იცავენ მათ მიერ შემუშავებულ წესებს, თუმცა ისინი უხსნიან თავიანთ შვილებს ამ შეზღუდვის მიზეზებს, რის გამოც მშობლის ქცევა შვილს არ ეჩვენება ძალისმიერად და უსამართლოდ. ავტორიტეტული მშობლების შვილებს აქვთ მაღალი თვითდარწმუნების დონე, მთლიანად აკონტროლებენ საკუთარ თავს, არიან სოციალურად კომპეტენტურები. ასეთი მშობლების შვილებს აქვთ მაღალი თვითშეფასება. მათ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრების დონეც.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9