1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანდროცენტრიზმი

XX საუკუნეში ჩნდება ახალი ცნებაც – ანდროცენტრიზმი. როგორც შარლოტ პერკინს გილმანი ამბობს: „მამაკაცის შექმნილი სამყარო, ანუ ჩვენი ანდროცენტრული კულტურა“. ამ კულტურის თანახმად, კი მამაკაცი განასახიერებს კაცობრიობას, ქალი კი ერთგვარი დამატებაა, მამაკაცს დაქვემდებარებული დამხმარეა. ანდროცენტრიზმს და შესაბამისად ქალის დისკრიმინაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა კაცობრიობისთვის ეს ეთგვარი „ნორმა“ იყო. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე თითქოს მთელი მსოფლიო და მათ შორის ამერიკელებიც, თავისუფლების ფლამგმანები – თითქოს ვერ ამჩნევდენ განსვლას თავისუფლების იდეალის ერთგულებასა და ქალთა უფლებების უარყოფს (დისკრიმინაციას) შორის. ამაზე მათ თვალები ფემინისტური მოძრაობის პირველმა ტალღამ აუხილა.ანდროცენტრული თვალსაზრისით, შეიძლება გამოიყოს მამაკაცის ქალთან დამოკიდებულების სამი ასპექტი: 1) ქალი, როგორც არასრულფასოვანი უნივერსალურ სტანდარტთან მიმართებაში, რომელთანაც მამაკაცს საკუთარი თავი აქვს იდენტიფიცირებული. 2) ქალს მხოლოდ საოჯახო და რეპროდუქციული ფუნქციები აქვს ოჯახში, რომლის უფროსადაც მამაკაცი საკუთარ თავს მიიჩნევს. 3) ქალს აქვს უნარი აღძრას და დააკმაყოფილოს მამაკაცის სექსუალური მადა, რომელიც მამაკაცისთვის ერთდთოულად ამაღელვებელიცაა და საშიშიც. ეს იდეები წარმოდგენილია სამყაროს შექმნის ბიბლიურ ვერსიაშიც. მაგალითად, ადამს უფლისგან მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ სახელი მიანიჭოს ყოველ ქმნილებას, მათ შორის ქალსაც; ამასთან ღმერთის ხატად მხოლოდ ადამი არის შექმნილი. „ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. იმ ნეკნისაგან, ადამს, რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი; დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისაგან არის გამოღებული“. (დაბადება 2:18–23).
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9