1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიფერენციალური სოციალიზაცია

პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ითვისებს თავისი სქესის შეაბამის ქცევის მოდელებს, ღირებულებებს და ა.შ. დიფერენციალური სოციალიზაციის ჩანასახები ვლინდება ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე. მშობლებს უნდათ წინასწარ იცოდნენ გოგო ეყოლებათ მათ თუ ბიჭი, რადგან ამაზეა დამოკიდებული თუ რას დაარქმევენ მას, როგორ სათამაშოებს და ტანსაცმელს უყიდიან და როგორ გაზრდიან მას. მაგალითად, მექსიკაში გოგონებს დაბადებისთანავე უხვრიტავენ ყურებს და უკეთებენ საყურეებს, რომ გარშემომყოფებს არ შეეშალოთ მათი სქესი. ამერიკაში ახალშობილ გოგონებს უკეთებენ ლენტებს და ბაბთებს. საქართველოში მიღებულია გოგოსათვის ვარდსფერი და ბიჭისათვის ცისფერი ტანსაცმლისა და ატრიბუტების შეძენა. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ გენდერი ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური კატეგორიაა და მშობლები ცდილობენ თავდაპირველადვე მოახდინიონ, ბავშვთა სქესის მიხედვით, დიფერენციაცია.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9