1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გელ გენ გეო გერ გეუ

გენდერული როლის ტრანსცენდენციის სტადიების თეორია

გენდერული როლის ტრანსცენდენციის სტადიების თეორის (Rebecca, Hefner, Oleshancky, Forisha, Sedney) მიხედვით, გენდერულად ტიპირებული ქცევა და აზროვნება განვითარების თვალსაზრისით მხოლოდ შუა სტადიაა. იგი ჩამოყალიბებულია მაგრამ არ არის განვითარების თვალსაზრისით საბოლოო წერტილი. ამ შეხედულების მიხედვით, გენდერული განვითარების საწყისი ეტაპები, რომლებიც დაკავშირებულია მოწიფულობასთან და ლოგიკური აზროვნების განვითარებასთან კოლბერგის კოგნიტური განვითარების ეტაპების მსგავსად მიმდინარეობენ. ბავშვებმა თავდაპირველად გენდერის არსებობა არ იციან (I ეტაპი), შემდეგ აქტიურად ითვისებენ შესაბამის სტერეოტიპულ როლს და უკუაგდებენ შეუსაბამოს (II ეტაპი). მაგრამ გენდერული განვითარება შეიძლება III ეტაპამდეც გაგრძელდეს, სადაც II ეტაპზე მიღებული ცოდნის რეორგანიზაცია ხდება უნიკალური და ინდივიდუალური გზით. ინდივიდი აღარ არის დაღდასმული მასკულინობისა და ფემინურობის საზოგადოებაში მიღებული კანონებით და მას შეუძლია გამოამჟღავნოს საკუთარი უნიკალური და განსხვავებული მახასიათებლები. ამ თეორიაში ნაცადია გენდერული ტიპირების პრობლემის განხილვა პიროვნების თეორიის ჭრილში, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სოციალური გარემოს ზეგავლენას, ასევე – ადამიანის კოგნიტური განვითარების სტადიებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს თეორია მოიცავს, არა მხოლოდ გენდერული იდენტიფიკაციისა და ტიპირების ზოგად კანონზომიერებებს (როგორც ეს აქამდე განხილულ თეორიებში იყო), არამედ ხაზს უსვამს პიროვნული არჩევანის და თავისუფლების როლს გენდერული ტიპირების პროცესში.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9