1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოჯა

ოჯახის ფუნქციები

ფუნქცია ეწოდება ოჯახის ცხოველქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მისი წევრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან. ოჯახს იმდენი ფუნქცია აქვს, რამდენ მოთხოვნილებასაც (მდგრადი, განმეორებითი ფორმით) იგი აკმაყოფილებს. ოჯახის ძირითადი ფუნქციებია; 1. აღმზრდელობითი ფუნქცია. ის გამოიხატება დედობის და მამობის ინდივიდუალურ მოთხოვნილებაში, ბავშვებთან კონტაქტის მოთხოვნილებაში. ამ ფუნქციის შესრულებას ოჯახი უზრუნველყოფს მოზარდი თაობის სოციალიზაციას; 2. სამეურნეო ყოფითი ფუნქცია. ეს ფუნქცია მდგომარეობს ოჯახის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი და ა.შ.) ამ ფუნქციის შესრულებით ოჯახი ახდენს შრომის დროს დახარჯული ფიზიკური ძალების აღდგენას; 3. ემოციური ფუნქცია ეს არის ურთიერთპატივისცემის, სითბოს, სიყვარულის, დაცულობის, სიმპათიის და აღიარების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამ ფუნქციის შესრულებით ოჯახი საზოგადოების წევრთა ემოციურ სტაბილურობას უზრუნველყოფს; 4. პირველადი სოციალური კონტროლის ფუნქცია. ამ ფუნქციის მეშვეობით ოჯახი უზრუნველყოფს ოჯახის წევრების მიერ სოციალური ნორმების შესრულებას. განსაკუთრებით ეს ეხება ოჯახის იმ წევრებს, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლია ამის განხორციელება ასაკობრივი თუ ავადმყოფობის და სხვა მიზეზების გამო; 5. სექსუალურ-ეროტიკული ფუნქცია. ეს არის ოჯახის წევრთა სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფუნქცია. ამ ფუნქციის შესრულება მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს საზოგადოების ბიოლოგიურ კვლავწარმოებას.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9