1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროტოტიპი

პროტოტიპის ცნება ფართედ გამოიყენება კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, კერძოდ, კი ინფორმაციის ამოცნობის, გადამუშავებისა და შენახვის მოდელებში. პროტოტიპი წარმოადგენს ამა თუ იმ ობიექტის (ან მოვლენის) არსებითი ნიშნების კრებულს, რომელიც საუკეთესოდ და სრულად ასახავს ამ ობიექტებს (ან მოვლენებს) ან მათ კლასებს. ინფორმაციის იდენტიფიკაცია ანუ „კოგნიტური ძიება“ შემოსული ინფორმაციის პროტოტიპთან შედარების გზით მიმდინარეობს.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9