1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სწა სწო სწრ

სწორფრობა

ხევსურეთში გავრცელებული იყო ქალ-ვაჟთა სქესობრივი ურთიერთობების მსგავსი წესი, რომელიც სწორფრობის სახელწოდებითაა ცნობილი. ხევსურეთის სწორფრობა ურთიერთობათა ძირითადი პრინციპით ფშავური წაწლობის მსგავსია. სწორფრობის რიტუალშიც აკრძალულია ქალ-ვაჟის ურთიერთობაში დაწესებული ზღვრის გადალახვა. თუმცა კი არსებობს რიგი განსხვავებებისა მათ შორის: ფშავში ქალთან ვაჟი მიდის, ხევსურეთში კი, პირიქით, ქალი მიდის ვაჟთან. გარდა ამისა, ხევსურეთში ძმობილი თავის სწორფერ ქალს სტუმარს უწვენს პატივისცემის ნიშნად. როგორც სწორფრობის, ასევე წაწლობის წეს-ჩვეულების გენეზისი და ფუნქციები დღემდე არ არის საბოლოოდ გარკვეული.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9