1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შვე შვი

შვილობილობის ინსტიტუტი

შვილად აყვანისაგან რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუტია. საქმე ისაა, რომ შვილად აყვანის დროს ბავშვი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდება როგორც უფლებრივად, ასევე იურიდიულად (მას აქვს მემკვიდრეობის უფლება, ატარების ოჯახის გვარს და ა.შ.). რაც შეეხება შვილობილობის ინსტიტუტს, იგი დაფუძნებულია ბავშვის უფლებაზე გაიზარდოს ოჯახში. მიჩნეულია, რომ ეს ინსტიტუტი ბავშვთა სახლთან შედარებით უკეთესად ახერხებს ბავშვის ამ უფლების რეალიზაციას. ბავშვი გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ბავშვთა სახლიდან გადაეცემა ოჯახს აღსაზრდელად და ამით იგი უზრუნველყოფილია ოჯახური გარემოთი. მაგრამ მას არ აქვს ამ ოჯახის მემკვიდრეობაზე იურიდიული უფლება.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9