1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წამ წარ წაყ წაშ წაწ

წაწლობა

  1. ფშაველთა შორის გავრცელებული სექსუალური ხასიათის ჩვეულებაა. წაწლობას ნადობ-ნაძმობასაც უწოდებდნენ ხოლმე. წაწლობა იწყება ფშაველი ქალ-ვაჟის სქესობრივი სიმწიფის პერიოდიდან (თოთხმეტი წლიდან). რაც უფრო მეტი წაწალი ჰყავდა ყმაწვილ ქალსა თუ ვაჟს, მით უფრო პატივცემული იყო იგი. თუ ქალიშვილს ან ვაჟიშვილს არ ყავდა წაწლები, მაშინ ის ფშავში „უხეიროდ“ ითვლებოდა. მიღებული იყო, რომ ახალგაზრდა ისე უნდა მოქცეულიყო, რომ მიეზიდა წაწლები. წაწლობა ნიშნავს ნათესავ და უცხო ქალ-ვაჟს შორის სქესობრივი ურთიერთობების წეს-ჩვეულებას ფშავში. ეს ჩვეულება დაცულია ხატის სჯულითა და წესებით.წაწლობა დაშვებულია როგორც ნათესავთა, ასევე - უცხო პირთა შორის. მიუხედავად ამისა, ფშავში ნათესავთა შორის წაწლობას ერიდებიან. საქმეს ისაა, რომ წაწლობის წეს-ჩვეულების მიხედვით, სქესობრივი ურთიერთობები ქალ-ვაჟს შორის შეზღუდულია ხვევნა-კოცნით და წელს ზევით ალერსით. წაწლის ორსულობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. წაწლების მხრიდან წესის დარღვევა მათი თემიდან განდევნით ისჯებოდა. ეს წესი განსაკუთრებით მკაცრად მოქმედებდა ნათესავ წაწალთა შორის, რომლებიც სისხლის აღრევის გამო არა თუ თემიდან განდევნით, არამედ სიკვდილითაც შეეძლოთ დაესაჯათ. ამდენად, როგორც ვხედავთ, ნათესავთა შორის დასაშვებია წაწლობა, მაგრამ ქორწინება მიუღებელია. ერთი თემის წაწლებს ხატისგან აკრძალური ჰქონდათ შეუღლება, შესაძლებელი იყო სხვადასხვა თემის წაწლების შეუღლება. წაწლობა, ცხადია, ურთიერთმოწონებაზე და ლტოლვაზე იყო დაფუძნებული. ქალიშვილი და ვაჟიშვილი ურთიერთმოწონების შემთხვევაში ერთმანეთს ნადობ-ნაძმობას უცხადებდნენ და ამის შემდეგ მიმართავდნენ წაწლობის წესის შესრულებას ანუ ერთად წოლას. ფშავში მიღებულია, რომ დანიშნულ ადგილას ქალიშვილთან ვაჟი მივიდეს. ეს ადგილი თავდაპირველად სახლიდან მოშორებით მდებარეობს (ტყეში ნაბდის ქვეშ, საბძელში, ბოსელში და ა.შ.). გარკვეული სიახლოვის დამყარების შემდეგ ვაჟი მიდის ქალიშვილის სახლში ისე, რომ მისმა მშობლებმა არ გაიგონ. თუ მშობლები მაინც შეამჩნევენ თავიანთი ქალიშვილის წაწალის სტუმრობას, წესისამებრ ისე მოიქცევიან, რომ ვითომ არაფერი გაუგიათ. წაწლობა, ჩვეულებრივ, ღამე მიმდინარეობს და მამლის ყივილამდე გრძელდება.
  2. ნათესავ და უცხო ქალ-ვაჟს შორის სქესობრივი ურთიერთობების წეს-ჩვეულება ფშავში. იგი შეზღუდულია ხვევნა-კოცნით და წელს ზევით ალერსით.
    Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9