1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფრასტრუქტურა

ეს ტერმინი გულისხმობს სხვადასხვა არხების სისტემას, რომელიც საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ მატერიალური და სულიერი ფასეულობები. ამ არხების ორგანიზება, ფინანსირება, ექსპლუატაცია და მართვა, ჩვეულებრივ, მთავრობის კომპეტენციაში შედის. ინფრასტრუქტურის პირველ ისტორიულ სისტემას ტრანსპორტი წარმოადგენდა. გზები და გადაადგილების საშუალებები ერთიანობაში კრავდა საზოგადოების ლოკალურ მონაკვეთებს და ახორციელებდა ადამიანების და საქონლის გადანაცვლებას. მეორე ინფრასტრუქტურული სისტემა ენერგეტიკის სფეროს მოიცავდა: წყალს, ორთქლს, ნახშირს, ნავთობს. მესამე ინფრასტრუქტურას შეადგენს კომუნიკაციის საშუალებები: ფოსტა, გაზეთი, ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერიზებული სისტემები და ა.შ.
Source: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები / [კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი]; რედ.-შემდგ.: ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა (მხატვ.), ზაზა შათირიშვილი - თბ., 2007 - 200გვ.; 24სმ. - (ევროპული ძიებანი: სტატ. კრ., 2006). - ISBN 978-9990000-68-54-8: [ფ.ა.] [MFN: 31727]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9