1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანური ურთიერთობების მენეჯმენტის სკოლა

რადიომაუწყებლობის აყვავების ხანაში 1930- 40-იან წლებში იყო გაბატონებული. ამ მოძრაობის უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ მერი პასკერ ფოლეტი (Mary Parker Follet, 1868-1933) და ჩესტერ ი. ბერნარდი (Chester I. Bernard, 1886-1961), რომლებმაც უარყვეს კლასიკური თეორეტიკოსების „ეკონომიკური ადამიანის“ ცნება. ფილოსოფოსი ფოლეტი თავის ნაშრმოებში ამტკიცებდა, რომ მოსამსახურეები თავიანთ პოტენციალს გამოავლენენ მხოლოდ როგორც ჯგუფის წევრები, რაც მან ორგანიზაციის საფუძვლად მიიჩნია. მენეჯერები და მოსამსახურეები არიან ერთი ჯგუფის წევრები და საქმის წარმატება ერთნაირად აინტერესებთ. ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად შრომის პროცესში ადამიანებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ორგანიზაციის ეფექტურობისა და მომგებიანობის ზრდასთან ერთად მენეჯერის ძირითადი ზრუნვის საგანიც ეს არის. ადამიანურ ურთიერთობათა სკოლაში ყველაზე ნაყოფიერი წვლილი შეიტანა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ელტონ მაიომ (Elton Mayo, 1880-1949). ადამიანურ ურთიერთობათა მოძრაობა ქცევის მენეჯმენტის სკოლაში აღმოცენდა, იგი 1950-60-იან წლებში გაბატონდა. იმ დროს ამერიკულ ოჯახებში ახალი მაუწყებლობა - ტელევიზია - იკიდებდა ფეხს. ამ სკოლის წარმომადგენელთა დამსახურებაა ინდივიდთა მოთხოვნილებებისა და მომსახურე პერსონალის მოტივაციაში (წახალისებაში) მათი როლის ახლებური ხედვა.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9