1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეცნიერული მენეჯმენტი

მეცნიერული მენეჯმენტი თავიდანვე ორიენტირებული იყო მოსამსახურე პერსონალის პროდუქტიულობის ზრდაზე და 4 ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა: • თითოეული საქმის (სამსახურის) სისტემური ანალიზი, მისი შესრულების ეფექტური და მოქნილი გზის გამონახვა („ერთადერთი საუკეთესო გზა“). • კონკრეტული საქმის შესასრულებლად შესაფერისი ხალხის შერჩევა მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. • შერჩეული მოსამსახურე პერსონალის განათლება, წვრთნა და განვითარება. • მენეჯერებსა და მოსამსახურეებს შორის პასუხისმგებლობა თითქმის თანაბრად ნაწილდება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მენეჯერებს ეკისრებათ. ამ სკოლასთან ყველაზე ახლოს იდგა ფრედერიკ უ. ტეილორი (Frederick W. Taylor, 1856-1915), ინჟინერ-მექანიკოსი, რომელმაც მართვისადმი ტრადიციული მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა და „მეცნიერული მენეჯმენტის მამის“ სახელი დაიმკვიდრა. ტეილორს სჯეროდა, რომ ეკონომიკური წახალისება საუკეთესო მოტივია. მოსამსახურეები კარგად იმუშავებენ, თუკი მაღალ პროდუქტიულობას მაღალი ხელფასები მოჰყვება, მაღალ პროდუქტიულობას კი, პირიქით, კარგი ანაზღაურების შედეგად მიაღწევენ. გასაკვირი არ არის, რომ იგი მკაცრად გააკრიტიკეს ადამიანების მანქანებად მიჩნევის გამო. და მაინც ამ საქმეში მისი წვლილი მნიშვნელოვანი იყო. მენეჯმენტის სპეციალისტი პიტერ დრაკერი (Peter Dracker) ტეილორს მიაწერს „იმ უზარმაზარ გავლენას, რომელმაც მშრომელთა მასები არნახულ დონემდე აიყვანა განვითარებულ ქვეყნებში“ თანამედროვე მეცნიერული მენეჯმენტის პრინციპები სამსახურის ანალიზის, მოსამსახურეთა შერჩევის მეთოდებისა და მათი წვრთნაგანვითარების გზით მიდის.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9