გარკვეული მიზნის მისაღწევად თავმოყრილი ადამიანების, ფულის, მასალის, აღჭურვილობისა და მოცემულობების წყება. ქვესისტემები ჩვეულებრივ განისაზღვრება როგორც მთავარი სისტემის მიზნების მიღწევის ხელშემწყობი ნაწილების ან განყოფილებების საქმიანობები. ყველა ორგანიზაციულ სისტემას აქვს გარკვეული საერთო ელემენტები. ესენია: შესავალი, (მაგ. შრომა, აღჭურვილობა, კაპიტალი) და პროცესები ანუ ის მეთოდები, რომლის საშუალებითაც ნედლეული პროდუქტად - გამოსავალი (მაგ. საქონლად ან მომსახურებად) იქცევა. უკუკავშირი არის ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და ხელშემწყობია იმის განსაზღვრისათვის, არის თუ არა საჭირო ცვლილებები მიზნის მისაღწევად. მენეჯმენტის როლი მდგომარეობს შესავლის, პროცესისა და პროდუქციის ფაქტორების ურთიერთშეხამებაში, უკუკავშირის განახლებასა და მის მიმართ რეაგირებაში. სისტემური მიდგომა ხაზს უსვამს ორგანიზაციასა და გარემოს შორის ურთიერთკავშირს. გარემოს ფაქტორები არის ორგანიზაციის გარეთ და მის კონტროლს არ ექვემდებარება, თუმცა მის მუშაობაზე ზემოქმედებს. ამიტომ მენეჯმენტს ევალება გარემო ტენდენციებისა და მოვლენების აღწერა და ორგანიზაციის წარმატებისათვის საჭირო ცვლილებების უზრუნველყოფა.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001