1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მენეჯმენტის დონეები

უმეტეს კომპანიებში, სამაუწყებლო სადგურების ჩათვლით, მენეჯერები სამ დონეზე არიან. ქვედა: ამ დონის მენეჯერებს ევალებათ მომსახურების ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ზედამხედველობა და ისინი შემდეგი დონის მენეჯერის წინაშე აგებენ პასუხს. რადიოსადგურში ამისი მაგალითია ადგილობრივი კომერციის მენეჯერი, რომელიც ანგარიშს გენერალურ კომერციულ მენეჯერს აბარებს, და წარმოების მენეჯერი, რომელიც პროგრამების მენეჯერის წინაშეა ანგარიშვალდებული. საშუალო: ამ კატეგორიაში შედიან მენეჯერები, რომლებიც კერძო მოქმედებებს ასრულებენ კომპანიის საერთო მიზნების მისაღწევად. სამაუწყებლო სადგურებში კომერციული, პროგრამების, საინფორმაციო, საინჟინრო და ბიზნესის განყოფილებების ხელმძღვანელები არიან საშუალო დონის მენეჯერები. მაღალი: ამ დონეზე საქმიანობენ კომპანიის მიზნების მიღწევის პროცესში საქმიანობის წარმმართველი და საერთო მიმართულების განმსაზღვრელი მენეჯერები. სამაუწყებლო სადგურის გენერალური მენეჯერი არის მაღალი დონის მენეჯერი.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9