მენეჯერს თავისი ფუნქციებისა და როლის ეფექტური შესრულებისათვის მრავალი უნარ-ჩვევა სჭირდება. რობერტ ლ. კატცი (Robert L. Katz) სამ ძირითად უნარ-ჩევავას გამოყოფს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყოველ მენეჯერს უნდა ჰქონდეს მენეჯერული დონის შესატყვისად.ესენია ტექნიკური: ცოდნა, ანალიტიკური თვისებები და სპეციფიკური სახის მოქმედებების შესრულებისა და ტექნიკის გამოყენების უნარი. გენერალური მენეჯერისთვის ამგვარი მოქმედება არის მართვა, თუმცა იგი არ მოითხოვს სამაუწყებლო სადგურისათვის ჩვეული ყველა ტიპის ამოცანის შესრულების უნარს, იგი გულისხმობს საქმიანი კითხვების დასმისა და პასუხების შეფასებისთვის საჭირო ცოდნას.ადამიანური: ხალხთან მუშაობისა და თანამშრომლობის სურვილის აღძვრის უნარი. კონცეპტუალური: საქმის მთლიანობაში განხილვისა და ერთი ნაწილის მეორეზე დამოკიდებულების დანახვის უნარი. მაგალითად, სადგურის მოქმედებების წარმატებული კოორდინერებისათვის გენარალურმა მენეჯერმა უნდა გააცნობიეროს პროგრამისა და რეკლამის, კომერციისა და პროგრამირების, პროდუქციისა და საინჟინრო საქმის ურთიერთდამოკიდებულება. ასევე მნიშვნელოვანია სადგურის ურთიერთობების ცოდნა დანარჩენ სამაუწყებლო ინდუსტრიასთან, საზოგადოებასთან და მძლავრ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ძალებთან, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ სადგურის კურსის განსაზღვრასა და მისი შემდგომი ამოცანებისა და პოლიტიკის ფორმირებაში. პროგნოზირების უნარი - მოვლენების განჭვრეტისა და შესატყვისად მომზადების უნარი; გონივრულობა - მოქმედების განსხვავებული კურსის შესარჩევად და სითამამე - არჩეული მოქმედებების განსახორციელებლად; მოქნილობა - ცვლილებებისადმი მორგებისათვის; პატიოსნება და თანამიმდევრულობა - მუშაკთა და სადგურის გარეშე პირებთან ურთიერთობისათვის; გულისხმიერება და პასუხისმგებლობა - სადგურის მფლობელთა, მუშაკთა და რეკლამის დამკვეთთა მიმართ. გენერალურმა მენეჯერმა გულისხმიერება და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართაც უნდა გამოიჩინოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ღონისძიებებში სადგურის ჩართვისა და სხვა მოსამსახურეებისათვის მისაბაძი მაგალითის ჩვენების გზით.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001