1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თეზ თეთ თეი თემ თეო თერ თეტ თეფ თეშ

თეორია Y

  1. საინჟინრო ფსიქოლოგიის წარმომადგენელმა დუგლას მაკგრეგორმა (Douglas McGregor 1906-1964) შემოიღო. ყურადღება ადამიანის ბუნებას მიაპყრო და აღნიშნა მისი მოქმედება მენეჯერების მოტივაციურ მეთოდზე. „თეორია Y“-ში კი - გაერთიანების პრინციპი: ისეთი პირობების შექმნა, რომ ორგანიზაციის წევრების პირადი მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყოს საქმის წარმატებისათვის ძალისხმევის გზით. „თეორია Y“:
    1. საქმისათვის ფიზიკური ან გონებრივი ძალების დახარჯვა თამაშის ან დასვენების მსგავსი ბუნებრივი რამ არის;
    2. გარედან კონტროლი და დასჯის მუქარა არ არის ორგანიზაციული მიზნების მიღწევის ერთადერთი საშუალება. ადამიანი თვითმართვისა და თვითკონტროლის გზით ახორციელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს;
    3. ადამიანთა მხრიდან ვალდებულებების აღება გულისხმობს ჯილდოს საკუთარი მიზნების მისაღწევად;
    4. საშუალო ადამიანი, სათანადო პირობებში პასუხისმგებლობის (ვალდებულებების) არამარტო აღებას, არამედ მისკენ სწრაფვასაც სწავლობს;
    5. ორგანიზაციის პრობლემების გადაჭრისას შემოქმედებითი, გამჭრიახი და გამომგონებლური მიდგომა მრავალ ადამიანს ახასიათებს.
    6. თანამედროვე ინდუსტრიული ცხოვრების პირობებში საშუალო ადამიანის გონებრივი პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოყენებული.
    Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
  2. დ. მაკგრეგორის ტერმინი, რომლის მიხედვით შესაბამის პიობებში ადამიანები მიისწრაფიან მუშაობისაკენ, მაშინ როდესაც ორგანიზაციის მიზნებისადმი ერთგულება გასამრჯელოს ფუნქციაა, რომელიც დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან. ამ თეორიის თანახმად მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობს შემოქმედებით პოტენციალს.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9