1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბრა ბრბ ბრე ბრი ბრუ ბრძ

ბრენდის მართვა

E. Brand Management
ეს არის ბრენდის ინდივიდუალური ნიშნების შექმნა, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ამ ნიშნების ცვლილება და საჭიროების შემთხვევაში ანტიკრიზისული გეგმის შედგენა. ბრენდის ფორმირებისას კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს - უნდა თუ არა მას ბაზარზე ლიდერობა. ბრენდინგში არსებობს ე.წ. „პოზიციურობის პრინციპი“, რომლის თანახმადაც პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებლის ცნობიერებაში თავის პოზიციას დაიკავებს, მას ვეღარასოდეს დაკარგავს. მარკეტინგის წარმატებული სტრატეგია ამ პრინციპის გამოყენებით მიიღწევა. ყურადღება უნდა მიადევნოთ ახალ შესაძლებლობებს და გააკეთოთ სვლა, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს გახდეს პირველი და პოზიცია გაიმაგროს. შემდგომში ბრენდინგის მართვა ძირითადად მომხმარებლის ცნობიერებაში ამ პოზიციის შენარჩუნებისაკენ იქნება მიმართული.
Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9