სატელევიზიო ბაზარზე ნიშები კლასიფიცირდება შემდეგი მახასიათებლებით: 1. პროგრამული, რაც სპეციფიკურ მომსახურებაზე ორიენტირებას განსაზღვრავს. მაგალითად, CNN იკავებს ახალი ამბების, ხოლო ESPN - სპორტული პროგრამების ნიშას. 2. დემოგრაფიული, როდესაც ყურადღება გარკვეული სოციოლოგიური ან ასაკობრივი ჯგუფებისკენაა მიმართული. მაგალითად, Lifetime ქალებზეა ორიენტირებული, Nickelodeon-ი კი - ბავშვებზე. 3. ფსიქოგრაფიული, მიმართულია მაყურებლის ცნობიერებაში გარკვეული განცდების ჩამოყალიბებისაკენ.
Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი : პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ.: ფონდი „ინტერნიუსი“, 2001