1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საეთერო პრომოუშენი

საკუთარ ეთერში არხის იმიჯის და პროგრამების წარმოჩენა. მაყურებელზე ზემოქმედების ყველაზე მთავარ ინსტრუმენტად სწორედ საეთერო პრომოუშენი ითვლება. საეთერო პრომო-რგოლები საინფორმაციო და იმიჯური ხასიათისაა. საეთერო პრომოუშენის შემადგენელი ნაწილია აგრეთვე სხვა სახის საიდენტიფიკაციო და გაფორმების საშუალებები. მაგალითად, გადაცემის ქუდები, შიდა პროგრამული ტიხრები და სხვა. საეთერო პრომოუშენი გამოიყენება: 1. აუდიტორიის შესანარჩუნებლად. პრომოუშენი საშუალებას იძლევა შეინარჩუნოთ მაყურებელი და არ მისცეთ მას სხვა არხზე გადასვლის საშუალება. 2. რეიტინგების ეროზიის შესანელებლად. ყველა პროგრამა როდესღაც კარგავს აუდიტორიას. პრომოუშენი ამ პროცესის შენელებას ეხმარება. 3. აუდიტორიის გადადინებაზე სამოქმედოდ. პრომოუშენი საშუალებას იძლევა შეინარჩუნოთ კონკრეტული დროის აუდიტორია და აიძულოთ ის დარჩეს არხზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.
Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი : პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ.: ფონდი „ინტერნიუსი“, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9