1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ასა ასე ასი ასკ ასო ასტ ასუ

ასოცირებული სახელმწიფო

საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოსთან დაკავშირებულია განსაკუთრებული ხელშეკრულებით და მასთან ერთად აყალიბებს საბაჟო და ფულად კავშირს. ასოცირებულ სახელმწიფოებს მიეკუთვნება ბუტანი, რომლის საგარეო გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს განაგებს ინდოეთი და რომელიც ბუტანს ყოველწლიურად უხდის სუბვენციას.ასოცირებული სახელმწიფოა ლიხტენშტეინი, რომელიც შვეიცარიასთან ერთად ქმნის ერთიან საბაჟო და ეკონომიკურ კავშირს. ლიხტენშტეინის საგარეო ურთიერთობებს ასევე ახორციელებს შვეიცარია. ასოცირებულ სახელმწიფოთა კატეგორიას მიეკუთვნება პუერტო რიკო, რომლის სტატუსიც ერთგვარად მერყეობს აშშ-ის კოლონიასა და ფედერალურ შტატს შორის. 1952 წლიდან პუერტო რიკოს თითქმის სრული თვითმმართველობა აქვს, მაგრამ ამავე დროს იგი ექვემდებარება აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ იმ კანონებს, რომელთა მოქმედება პუერტო რიკოზეც ვრცელდება. აშშ-ის კონგრესში პუერტო რიკო წარმოდგენილია ერთი წარმომადგენლით - „resident commissioner“, რომელსაც გააჩნია სათათბირო ხმის უფლება.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9