1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა

მოითხოვს გარკვეულ ინტელექტუალურ ცოდნას. მაგრამ, მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნა ვერ ამოწურავს დემოკრატიული კულტურის შინაარსს. გარდა წმინდა ინფორმაციული ხასიათის ცოდნისა, აუცილებელია განსაზღვრული ღირებულებითი წარმოდგენებისა და ქცევის მოდელების არსებობა. ლიტერატურაში დემოკრატიული კულტურა დახასიათებულია როგორც სამოქალაქო კულტურა (civic culture). თუ ძალიან გამარტივებულად წარმოვიდგენთ, ეს არის სახელმწიფოს ავტორიტეტის აღიარებისა და მისგან ნაწილობრივი დამოუკიდებლობის ერთგვარი ნარევი. იდეალური, დემოკრატიული მოქალაქე აღიარებს პოლიტიკური ავტორიტეტის ლეგიტიმურობას და ამავდროულად დარწმუნებულია, რომ მას უფლება (ან მოვალეობაც) აქვს ზეგავლენა იქონიოს მის (პოლიტიკური ავტორიტეტის) ქცევაზე.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9