1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროტექტორატი

დაფუძნებულია ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ერთი მხარე თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს მეორე მხარეს საგარეო თავდასხმის შემთხვევაში. ამის საპასუხოდ, პროტექტორატში მყოფი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ იმოქმედოს პროტექტორის წინააღმდეგ და მესამე სახელმწიფოებთან ურთიერთობაში გაითვალისწინოს პროტექტორი სახელმწიფოს ინტერესები. სახელმწიფო, რომლის მიმართაც ხორციელდება პროტექტორატი, არ კარგავს თავის სახელმწიფოებრიობას.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9