1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრუდონი პიერ იოზეფ

(1809-1865 წწ.) – ფრანგი სოციალ-ფილოსოფოსი.ფედერალიზმს განიხილავდა, როგორც უნივერსალურ, სინთეზურ მოვლენას, როგორც თავისუფალი საზოგადოებრივი გაერთიანების პრინციპს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს სახელმწიფო წესრიგს, ეკონომიკას და კულტურას. ალტუზიუსთან და ფრანცთან ერთად, პრუდონი მიჩნეულია სოციეტარული ფედერალიზმის კლასიკოსად.პრუდონი იყო ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, რომელმაც ფედერალიზმი განიხილა არა როგორც მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის მოდელი, არამედ როგორც საზოგადოების სტრუქტურული პრინციპი პრუდონი ფრანგული ადრეული სოციალიზმის წარმომადგენელია. ხანდახან მას ანარქისტების რიგებსაც მიაკუთვნებენ, მაგრამ თავისი მისწრაფებებით იგი უფრო ფედერალისტია. პრუდონის პოლიტიკური ფილოსოფია შეიძლება განისაზღვროს, როგორც „სოციალურ-რესპუბლიკურ-ფედერალური თავისუფლების ცნება“.პრუდონის მიერ განვითარებული არა ფორმალური, არამედ შინაარსობრივი თავისუფლების ცნება ყველაზე დასრულებულად აისახა მის ნაშრომში „ფედერალური პრინციპისა და რევოლუციური პარტიის აღორძინების აუცილებლობის შესახებ“, რომელიც 1863 წელს გამოიცა და სადაც პრუდონი წერდა: ყველა ჩემი ეკონომიკური იდეა, რომელიც მე 25 წლის მანძილზე ჩამომიყალიბებია, შეიძლება სამი სიტყვით გამოიხატოს: აგრარულ-ინდუსტრიული ფედერაცია. ყველა ჩემი პოლიტიკური იდეა შეიძლება შემდეგი ფორმულით გამოიხატოს: პოლიტიკური ფედერაცია ან დეცენტრალიზაცია. და რამდენადაც მე ჩემი იდეებიდან არც პარტიულ ინსტრუმენტს და არც პირადი პატივმოყვარეობის საშუალებებს არ ვაყალიბებ, ყველა ჩემი ახლანდელი და მომავალი იმედი გამოხატულია შემდეგი წინადადებით: პროგრესული ფედერაცია.ეკონომიკის სფეროში პრუდონი ავითარებს ხელისუფლებათა დანაწილების, საკუთრების მართვისა და სოციალურად შებოჭილი საკუთრების იდეებს. პრუდონის ეკონომიკური სისტემა არის განვითარებული ეკონომიკური ფედერალიზმი, არსებითად საბაზრო ეკონომიკის სისტემა, რომელიც, მართალია, აღიარებს კორპორაციული საკუთრების ფორმებს, მაგრამ ეფუძნება კერძო საკუთრებას. პრუდონის მიერ ჩამოყალიბებული თავისუფალი, ფედერალური ეკონომიკური სისტემა შორს დგას ადრეული ფრანგი სოციალისტებისა და კომუნისტების ცენტრალისტური, ეტატისტური და ასევე, ნაწილობრივ, თეოკრატიული იდეებისაგან. პრუდონი წინააღმდეგია ყოველგვარი ტოტალიტარული სოციალიზმისა.პრუდონის მიერ განვითარებული თავისუფლება არის არა ინდივიდუალისტური, არამედ სოციეტარული. თავისუფლება, პრუდონის მიხედვით, ნიშნავს თვითმმართველობას და იგი ავტორიტარული ბატონობის ანტინომიური ცნებაა. თავისი ახალგაზრდობის წლებში პრუდონი ანარქიზმის პოზიციებზე იდგა და, მაშასადამე, უბრალოდ უარყოფდა ყოველგვარ ავტორიტეტს. მაგრამ, მოგვიანებით, თავისუფლებას და ავტორიტეტს პრუდონი განიხილავდა როგორც ორ პოლუსს, რომელთა ურთიერთქმედება თავის ასახვას პოულობს მმართველობისა და კონსტიტუციური წესრიგის ფორმებში. პრუდონის აზრით, თავისუფალი კონსტიტუციის წანამძღვარს წარმოადგენს „ქვევიდან ზევით“ ჩამოყალიბებული ფედერაციული სისტემა, რამდენადაც ასეთი მოდელი ახორციელებს ხელისუფლებათა დანაწილებას (ხელისუფლების ტოტალური კონცენტრაციის ნაცვლად). ფედერაციულ წესრიგში პოლიტიკურ ავტორიტეტს აქვს მხოლოდ საზოგადოებრივად აუცილებელი უფლებების და თავისუფლებების, წესრიგის (არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სოციალური წესრიგის) დაცვის ფუნქცია.პრუდონი იყო აღიარებული სოციალური მოაზროვნე. მისი უშუალო სულიერი მემკვიდრეები იყვნენ მარტინ ბუბერი (1878-1965) (რომელმაც თავისი დიალოგური ფილოსოფიის საფუძველზე განავითარა პერსონალისტურ-ფედერალური შეხედულებების სისტემა), სოციალისტი გუსტავ ლანდაუერი (1870-1919) და სოციოლოგი ფრანც ოპენჰაიმერი (1864-1943). ფედერალური თეორიის კლასიკოსად აღიარებული კონსტანტინ ფრანცი იცნობდა და მაღალ შეფასებას აძლევდა პრუდონის ნაშრომებს.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9