1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რუდ რურ რუს რუტ

რუსოს იდენტურობის თეორია

1. რომანულ-რესპუბლიკური ტრადიციების მიხედვით, სახელმწიფო წარმოადგენს საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა და თავისუფალ, თანასწორ მოქალაქეთა საერთო ნების გამოხატულებას. ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული უნიტარული სახელმწიფო „განუყოფელია“ და „დაუნაწილებელი“. უნიტარული სახელმწიფო, ფედერაციული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, არ ცნობს ტერიტორიული ერთეულის დამოუკიდებლობას ერთიან საერთო-სახელმწიფო საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ რომანულ-რესპუბლიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული უნიტარული სახელმწიფოს დოქტრინა ხელს უწყობდა მართვის ავტორიტარულ-პლებისციტური ფორმების ჩამოყალიბებას. 2. გერმანული რომანტიზმის მიერ გადამუშავებული, მაგრამ ჯერ კიდევ ჰეგელთან განვითარებული უნიტარული სახელმწიფოს დოქტრინა მე-19 საუკუნეში განიცდიდა რესპუბლიკური და ეროვნული სახელმწიფოს თეორიების გავლენას. აღნიშნული სახელმწიფო დოქტრინისათვის დამახასიათებელი იყო დემოკრატიული ნების მოწყვეტა სახელმწიფოს მიზნის ცნებისაგან, რომლის უზენაესი მისწრაფება იყო სახალხო ნების განხორციელება.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9