1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სეცესია

ე. წ. jus secessionis, წარმოადგენს ფედერალური კავშირის დაშლის ერთ-ერთ სპეციფიკურ შემთხვევას. ფედერაციული სახელმწიფოდან გასვლა ფედერალური ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ანუ სეცესიის უფლება აკრძალულია ყველა ფედერაციული სახელმწიფოს კანონმდებლობით. ფედერაციის სუბიექტებისაგან განსხვავებით, კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება აქვთ სახელმწიფოთა კავშირის ანუ კონფედერაციის სუბიექტებს. სეცესია გულისხმობს სახელმწიფოს შემადგენლობიდან მისი ნაწილის გამოყოფას ახალი სახელმწიფოს დაფუძნების ან სხვა, უკვე არსებულ სახელმწიფოსთან შეერთების მიზნით. სეცესიის შედეგად ხდება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა შესაბამის ტერიტორიასა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე.ცალკეული ავტორების აზრით, სეცესია სეპარატისტული მოძრაობის გამოვლენის ერთადერთი ფორმაა. ამასთანავე, სეპარატიზმი განიხილება, როგორც საკმაოდ ფართო შინაარსის მქონე ცნება. „სეპარატიზმი“ მოიცავს მოძრაობას, რომლის მიზანია ლოკალური ავტონომიური სტატუსის ან ფედერალური სტრუქტურების შემოღება ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, მაშინ როცა სეცესია გულისხმობს სახელმწიფოსაგან სრულ გამოყოფას. ავტონომიისა და ფედერალური ელემენტებისაკენ მისწრაფება ზოგიერთ ავტორთან დახასიათებულია, როგორც „ლოკალური სეცესიონიზმი“. ლოკალური სეცესიონიზმის ფორმა დამახასიათებელია შვეიცარიის კონსტიტუციისათვის, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს „ნახევრადკანტონის“ ჩამოყალიბებას. სეცესია უნდა განვასხვაოთ, ერთი მხრივ, დისმემბრაციისა და სეპარაციისაგან, რომლის დროსაც წარმოიშობა ახალი სახელმწიფო და, მეორე მხრივ, ცესიისა და ანექსიისაგან, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი გადადის სხვა სახელმწიფოს გამგებლობაში.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9