1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უსა უსტ

უსტერის თეორია

უსტერის თეორია ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო არის მართლწესრიგი, ამასთანავე (კელზენის შეხედულების შესაბამისად), იძულებითი წესრიგი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ პირთა ერთი და იგივე წრის მიმართ ვრცელდებოდეს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მართლწესრიგის მოქმედება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არ იქნებიან მესამე მართლწესრიგის მეშვეობით. თუ სახელმწიფო გაგებული იქნება, როგორც სუვერენული მართლწესრიგი, მაშინ შეუძლებელია სახელმწიფოთა სახელმწიფოს (Staatenstaat) ცნების ჩამოყალიბება. როგორც ვხედავთ, უსტერს დასაშვებად მიაჩნია ზაიდელის თეორიას. ამავე დროს, ზაიდელისაგან განსხვავებით, უსტერი უშვებს ფედერაციული სახელმწიფოს არსებობას. უსტერის აზრით, ფედერაციული სახელმწიფო არ არის სახელმწიფოთა სახელმწიფო (Staatenstaat), იგი თავისი აგებულებით წარმოადგენს განსაკუთრებულად სტრუქტურირებულ სახელმწიფოს. უსტერის შეხედულებით, არც ფედერაცია და არც მისი წევრები არ წარმოადგენენ სახელმწიფოებს. ფედერაცია და მისი წევრები ერთობლივად აყალიბებენ სუვერენულ სახელმწიფოს. ფედერაცია წარმოადგენს „ფუნქციურ ნაწილობრივ მართლწესრიგს“, ფედერაციის წევრები კი – ფუნქციურ და ტერიტორიულ „ნაწილობრივ მართლწესრიგს“. ფედერაცია და მისი წევრები არ არიან ერთმანეთის დაქვემდებარებული, მაგრამ არც ერთმანეთის თანასწორი. თითოეული სახელმწიფო დონე ვალდებულია ერთმანეთის მიმართ მოქმედებდეს ფედერალური ერთგულების პრინციპის საფუძველზე. ფედერალური ერთგულების ვალდებულება ეფუძნება საერთო მართლწესრიგს (ფედერაციულ სახელმწიფოს), რომელსაც (ნაწილობრივი მართლწესრიგის სახით) განეკუთვნებიან ფედერაცია და ფედერაციის წევრები.უსტერის აზრით, ფედერაციაც არასუვერენული სახელმწიფოა. ზაიდელისათვის ფედერაციული სახელმწიფო წარმოადგენს ან დეცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა კავშირს. უსტერის მიხედვით, ფედერაციული სახელმწიფოს ხელისუფლება დანაწილებულია ცალკეული კომპეტენციების მიხედვით.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9