1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წებ წელ წერ წეს

წესრიგი

  1. წესებისა და კანონების შესაბამისად სტრუქტურირებული მთელი, რომელიც შედგება ურთიერთდამოკიდებული ელემენტებისაგან და რომელთაგან თითოეულს (ამ მთელში) მინიჭებული აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი. წესრიგი რაციონალური სტრუქტურაა. პოლიტიკური წესრიგი შესაძლებელია განიმარტოს, როგორც პოლიტიკური მმართველობის შედეგად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი წესრიგი. ჭეშმარიტი წესრიგი − ეს არის რეალიზებული წესრიგი. მხოლოდ იქ, სადაც ადამიანი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ერთად ესწრაფვის წესრიგის შესახებ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენების განხორციელებას, ხდება წესრიგის რეალიზაცია. წესრიგი არის მხოლოდ იქ, სადაც ადამიანი მზადაა იმოქმედოს დამოუკიდებელი პასუხისმგებლობით. წესრიგის პრობლემა საბოლოოდ არის ადამიანური პრობლემა. წესრიგი არ არის საზოგადოების შიშველ-ორგანიზაციული ფორმა: იგი არის თავისუფლებისა და ძალაუფლების საზომი. სწორედ წესრიგის ასეთ გაგებას ეფუძნება ფედერალური ფილოსოფია.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
  2. დადგენილი, პროგნოზირებადი და მშვიდობიანი სოციალური პირობები, რომელშიც დაცულია პიროვნული უსაფრთხოება.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9