1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერაციული სახელმწიფოს მონისტური თეორია

ეფუძნება სუვერენიტეტის დანაწილების შეუძლებლობის და კონსტიტუციური სამართლის ერთიანობის იდეას, როდესაც (სახელმწიფო) წესრიგი განხილულია როგორც ჩაკეტილი ნორმატიული სისტემა.მონისტური თეორიის თანახმად, სახელმწიფოს წარმოადგენს მხოლოდ ფედერაცია, ხოლო ფედერაციის სუბიექტები (ამ სახელმწიფოს ფარგლებში) აყალიბებენ ავტონომიურ წესრიგს. ფედერაციის სუბიექტს არ გააჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. ფედერაციული სახელმწიფო, მონისტური თეორიის თანახმად, სხვა არაფერია, თუ არა დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო. მიწებს, კომუნებს, რეგიონებს და სხვა თვითმმართველობით ერთეულებს შორის არსებობს არა თვისობრივი, არამედ მხოლოდ რაოდენობრივი ხასიათის (კომპეტენციათა მოცულობის თვალსაზრისით) განსხვავება. ამასთანავე, ცენტრალურ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოართვას ესა თუ ის კომპეტენციები სახელმწიფოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებს. ფედერაციული სახელმწიფოს მონისტური თეორია განსაკუთრებით განავითარეს ვენის პოზიტივისტურმა სკოლამ და ცალკეულმა შვეიცარიელმა სახელმწიფომცოდნეებმა. მონისტური თეორიის ავტორები, ძირითადად ცნების ეკონომიურობის მოთხოვნიდან გამომდინარე, სუვერენიტეტს მიიჩნევენ სახელმწიფოს ცნების არსებით მომენტად. ფედერაციის სუბიექტები, იურიდიული აზრით, არ წარმოადგენენ სახელმწიფოს. იურიდიული თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი არსებითი განსხვავება ფედერაციის სუბიექტსა და სხვა, ტერიტორიულ თვითმმართველობით ერთეულებს შორის.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9