1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერაციული სახელმწიფოს ტერიტორია

მოიცავს ფედერაციის სუბიექტთა ტერიტორიის ერთობლიობას. ეს წესი მოქმედებს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ზოგიერთ სხვა ფედერაციულ სახელმწიფოში. ამავე დროს, ზოგიერთი ფედერაციული სახელმწიფო იცნობს ფედერალური ტერიტორიების ინსტიტუტს ანუ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც ფედერალური ხელისუფლების უშუალო მმართველობაშია. ძირითადად, ეს არის ტერიტორიები, რომლებსაც მოსახლეობის, საწარმოო-ეკონომიკური და სხვა რესურსების სიმცირის გამო არ შეუძლიათ ავტონომიური ფუნქციონირება, ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორიებია, ან ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ქვეყნის დედაქალაქი.ფედერალური ტერიტორიების ინსტიტუტი პირველად დამკვიდრდა აშშ-ის პოლიტიკურ პრაქტიკაში. აშშ-ის სახელმწიფოს „მამების“ მოსაზრებით, ჯერ კიდევ სუსტი და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ცენტრალური სახელმწიფო ბიუროკრატია ბევრად იქნებოდა დამოკიდებული ფედერაციის სუბიექტის მთავრობაზე, თუ ფედერაციის დედაქალაქი უშუალოდ არ დაექვემდებარებოდა ფედერალურ ხელისუფლებას.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9