1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერალური იძულება

ემსახურება სახელმწიფოს ერთიანობის დაცვა-შენარჩუნების მიზანს. ფედერალური იძულება უზრუნველყოფს, რომ ფედერაციის სუბიექტების საქმიანობა არ დაუპირისპირდეს ფედერალურ სამართალს.ერთი მხრივ, ფედერალური იძულება ყოველთვის გულისხმობს ფედერალური ზედამხედველობის პროცედურას (იმისათვის, რომ განისაზღვროს იძულებითი ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა), მეორე მხრივ, ფედერალური იძულება ზედამხედველობითი საქმიანობის რეალიზაციის საშუალებაა. ამასთანავე, ფედერალური ზედამხედველობისაგან განსხვავებით, ფედერალური იძულება მოიცავს ფედერაციის სუბიექტების საქმიანობის ყველა სფეროს. ფედერალური იძულება შეიძლება განიმარტოს, როგორც ფედერალური ზედამხედველობის ყველაზე მკაცრი საშუალება. ფედერალური იძულება ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც იღებს ისევ პოლიტიკური ორგანო – ფედერალური მთავრობა. ფედერალური იძულების მართლზომიერების საკითხს საბოლოოდ წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია გადაამოწმოს, თუ რამდენად იყო დაცული ამ შემთხვევაში სამართლის ნორმები.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9