1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფედერალური ინტერვენცია

ეს ინსტიტუტი დამახასიათებელია მხოლოდ ფედერაციული სახელმწიფოსათვის. ამ დროს ფედერალური ორგანო იარაღით ან მის გარეშე დახმარებას უწევს ფედერაციის სუბიექტს, თუ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია საშინაო წესრიგისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.ფედერალური ინტერვენცია ყველა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ბუნდესრატის მოთხოვნით. ფედერალური მთავრობა ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ფედერალური ინტერვენცია ბუნებრივი კატასტროფის ან განსაკუთრებით მძიმე უბედური შემთხვევების დროს.ასეთ შემთხვევაში ფედერალურ მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს მიწის მთავრობებს, რომ მათი პოლიციის ძალები გადაეცეს სხვა მიწების გამგებლობას. ფედერალური მთავრობა ასევე უფლებამოსილია გამოიყენოს ფედერალური სასაზღვრო დაცვის შენაერთები და სამხედრო ძალები პოლიციის დასახმარებლად.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9