1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეტა-მოდელი

ნეიროლინგვისტური პროგრამირების მამამთავრებმა ფსიქოთერაპევტ ვირჯინია სატირის მეთოდიკის საფუძველზე შეიმუშავეს მოდელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზედაპირული სრტუქტურის სიტყვების სიღრმისეული მნიშვნელობის გაგება. NLP-ში ამ მოდელს მეტა-მოდელს უწოდებენ. მეტა-მოდელი ხელოვნურად ბუნდოვანი საუბრის საწინააღმდეგო ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სწორად გავიგოთ ის აზრი, რომელსაც ადამიანები სიტყვებში დებენ. ეს მოდელი გვეხმარება, უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი და სხვა ადამიანები, სამყაროს მათეული მოდელები და, შედეგად, ზუსტად შევაფასოთ ჩვენ წინაშე არსებული მიზნები. მეტა-მოდელი გვთავაზობს შეკითხვას ან კომენტარს, რომელიც ხსნის მტკიცების „სიღრმისეულ შინაარსს“. როგორც ინსტრუმენტი, ეს მოდელი ცნობილია თავისი სიზუსტით და მას ქირურგის სკალპელს ადარებენ.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2(11),- [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- თებერვალი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9