ბლოგერები მკითხველებს თავიანთ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას უზიარებენ, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ. როგორც წესი, ისინი ირონიულ, ხშირად - დამცინავ ტონსაც კი მიმართავენ, რაც მათ კომენტარს უფრო ცოცხალს ხდის. კომპანიისათვის ისინი საინტერესონი არიან, რადგან იქმნება თანასწორობის განცდა. ამგვარი ბლოგინგი გვეუბნება, რომ ყველა თანაბარია და თანაბარი ხმის უფლებით სარგებლობს. მსუბუქი, მხიარული კრიტიციზმი მიკუთვნების შეგრძნებას ბადებს, მომხმარებელს კომპანიის გარშემო აერთიანებს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2(11),- [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- თებერვალი, 2008