1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ექი ექს ექტ

ექსპლუატატორული ორიენტაცია

ძირითადი წინაპირობა არის იმის შეგრძნება, რომ ყველანაირი კეთილდღეობის წყარო ადამიანის გარეთაა და თვითონ მას არაფრის შექმნა არ შეუძლია. ოღონდ... ექსპლუატატორული ტიპი არავისგან ელოდება ძღვენს, იგი, უბრალოდ, ძალით ან ეშმაკობით ართმევს სხვას იმას, რაც სჭირდება. ასეთ ადამიანებს თვითონ არ მოსდით თავში იდეები და იპარავენ მათ - ღიად, რაც პლაგიატობაში გამოიხატება ან შედარებით შენიღბულად, მაგალითად, სხვათა მიერ გამოთქმული აზრების პერიფრაზირებით - თან იჩემებენ, თითქოს, ეს იდეები სულ ცინცხალი იყოს და მათ ეკუთვნოდეს... ასეთი ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ უფრო ღირებულია ის, რაც სხვა ადამიანს უნდა წაართვან, ვიდრე ის, რისი შექმნაც თვითონ ძალუძთ... ისინი ცხოვრობენ დევიზით: „მოპარული ხილი უფრო გემრიელია“. მათი განწყობა მანიპულირებისა და მტრული დამოკიდებულების ნაზავია. ყოველი ადამიანი ექსპლუატაციის ობიექტად განიხილება და სარგებლიანობის მიხედვით ფასდება. რეცეპტიული ტიპისათვის დამახასიათებელი მიმნდობლობისა და ოპტიმიზმის ნაცვლად, ექსპლუატატორულ ტიპს იჭვნეულობა, ცინიზმი, შურიანობა და ეჭვიანობა სჩვევია. ბიზნესში ექსპლუატატორული ორიენტაციის ხასიათის მქონე ადამიანები ხშირად დგანან ორგანიზაციების სათავეში. არსებობს მათი იდენტიფიკაციის მარტივი ემპირიული წესი: მათი ხელფასი, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვნად აღემატება ორგანიზაციის დანარჩენი პერსონალის ხელფასს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №9,-[რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- დეკემბერი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9