ლათინურად „გაგზავნას“ ნიშნავს. დელეგირებისას საქმეს სხვა ადამიანს „უგზავნით“. ეფექტიანი დელეგირება არა მხოლოდ იმის საშუალებას მოგცემთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და პრიორიტეტულ საქმეებს, არამედ თქვენი გუნდის წევრებს ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება. სწორი დელეგირების უპირატესობა ისაა, რომ მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომელთა მოტივაცია იზრდება, ამავდროულად, გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევები ვითარდება. საპირისპიროდ, ცუდი დელეგირების ნიშნებია ის, რომ გუნდის მოტივაცია დაქვეითებულია, გუნდის წევრები დათრგუნულები და დაძაბულები არიან, ხშირია კონფლიქტები თანამშრომლებს შორის. არსებობს დელეგირების რამდენიმე უმთავრესი წესი, რომელთა რეგულარული გამოყენება მენეჯმენტს ამყარებს და განვითარების კარგ საფუძველს ქმნის. განსაზღვრეთ ადამიანი, რომელსაც ამოცანას გადააბარებთ, განსაზღვრეთ დელეგირების ფარგლები, მოამზადეთ ხელქვეითი, აუხსენით მას ამოცანა, განუმარტეთ თქვენი მოლოდინები, დარწმუნდით, რომ ადამიანს საკმარისი უფლებამოსილება აქვს ამოცანის შესასრულებლად, აღნიშნეთ მიღწეული შედეგი, შეაქეთ ადამიანი, ან წაახალისეთ იგი სხვაგვარად.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007