ის, ვისთვისაც გადაწყვეტილი გვაქვს კომპანიის პროდუქტების შეთავაზება (ან უკვე შეთავაზებული გვაქვს) და ცნობილია დაინტერესებისა და შესყიდვის სურვილის შესახებ. ასეთი კლიენტები ყველაზე მომთხოვნი არიან - ხშირად ახსენებენ კომპანიას კონკურენტებს და მოითხოვენ საუკეთესო ფასსა და მომსახურებას. მათთან ურთიერთობა საკმაოდ „ძვირია“. ისინი შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელსაც უკვე იცნობთ, მაგრამ რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია თქვენთან საქმის დაჭერა; იგი ყველანაირად გცდით და გაკვირდებათ.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007