1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საგანმანათლებლო PR

საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიისთვის, რომელიც ბაზარს ახალ ან არასამომხმარებლო, მაღალი ჩართულობის პროდუქტს სთავაზობს. ამ შემთხვევაში, PR-ს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია ეკისრება. უახლესი ტექნოლოგიების დარგში ასეთი პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია, რომ ადამიანი ძნელად ეგუება და გაურბის ყველაფერ უცხოს. ამიტომაც, ხშირად ხდება, რომ ტექნოლოგიური პროგრესი კონსპირაციის თეორიას უკავშირდება, ხოლო ადამიანთა ფართო ჯგუფს ტექნოლოგიური სიახლე აპოკალიფსურ განცდებს უღვივებს. ამ შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობა საგანმანათლებლო როლს ასრულებს და პროდუქტის მიმართ ნდობას აყალიბებს. საგანმანათლებლო PR-ის ძირითადი მომხმარებლები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, თუმცა, კარგად დაგეგმილი საგანმანათლებლო კამპანია ყოველთვის აყალიბებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის იმიჯს, რაც ნებისმიერი ორგანიზაციისათვის სასურველი და მიმზიდველი უნდა იყოს, განსაკუთრებით, ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოა.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9