1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შიგ შიდ შივ შიი შიმ შინ შიო

შიდაორგანიზაციული PR

დიდი კომპანიებისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კუთხით. არამარტო მომსახურებით დაკავებულ კორპორაციებში, ნებისმიერ ორგანიზაციაში ადამიანური რესურსი ის აქტივია, რომელზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კომპანიის წარმატება. რაც მეტია თანამშრომელთა რიცხვი, მით მეტია მათთან და მათ შორის კომუნიკაციის სირთულე და, შესაბამისად, საინფორმაციო ვაკუუმის წარმოქმნის ალბათობა. თუკი თანამშრომლებმა კარგად არ იციან კომპანიის ამოცანები და განვითარების მიმართულებები, თუკი თავს ორგანიზაციის ნაწილად ვერ გრძნობენ, მათი თვითრეალიზაციაც ფერხდება და მოტივაციაც იკლებს. უკმაყოფილო ადამიანი კი, როგორც ცნობილია, სულ ცოტა, 5 ადამიანს მაინც გადასცემს ნეგატიურ ინფორმაციას პროდუქციის ან კომპანიის შესახებ. შიდაორგანიზაციული PR-ის სისუსტე განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც საჭიროა სწრაფი რეაგირება გარეშე ცვლილებებზე. ამიტომაც, იმაზე, თუ რამდენად კარგად არის განხორციელებული ე.წ. შიდა PR-ი, ხშირად კომპანიის უმნიშვნელოვანესი შედეგებია დამოკიდებული. შიდაორგანიზაციული PR-ის მიზანია, გაზარდოს თანამშრომლის ჩართვა კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც, თავისთავად, ორივე მხარისათვის ერთნაირად სასარგებლოა.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9