1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიუი ჯონ

(1859-1952) - ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. მისი პედაგოგიური იდეები დაკავშირებული იყო პრაგმატიზმის ფილოსოფიასთან. ცოდნის სკოლას მან დაუპირისპირა მოსაზრება, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს საკუთარი თვითმოქმედებიდან და პირადი გამოცდილებიდან. დიუის სისტემით მომუშავე სკოლებში არ არსებობდა საგნების დაფიქსირებული მიმდევრობის მქონე მუდმივი სასწავლო პროგრამა და ბავშვებს მხოლოდ პრაქტიკული ღირებულების ცოდნას გადასცემდნენ. დიუი წერდა: „პედაგოგიური მიზანი უნდა ეყრდნობოდეს მოწაფის შინაგან პოტენციალს და მის მოთხოვნილებებს. თუ მიზანი ბავშვის რაიმესთვის მომზადებაა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ დღევანდელ შესაძლებლობებს და ორიენტაციას ვიღებთ მომავალზე.”
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9