1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრედერიკ ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორია

იმეორებს მოთხოვნილებათა იერარქიულობის იდეას, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ორი დონის მოთხოვნილებები საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მოტივატორი. თუ ადამიანში არაა დაკმაყოფილებული საბაზო მოთხოვნილებები, ის კარგად არ იმუშავებს, თუმცა, არც მათი დაკმაყოფილების შემთხვევაშია გარანტირებული კარგი მუშაობა. ჰერცბერგის იერარქიაში ორი ტიპის ფაქტორებია - „ჰიგიენური” და „მამოტივირებელი”. ჰიგიენური ფაქტორებია კომპანიის პოლიტიკა და მართვის მეთოდები, სამუშაო პირობები, ხელფასი, დაცულობისა და უსაფრთხოების ხარისი. არც ერთი ამ ფაქტორებიდან არაა მოტივატორი, თუმცა, ისინი ნამდვილად იწვევენ მორალური დაკმაყოფილების განცდას. მეორე ჯგუფში ჰერცბერგმა მოათავსა ყველა ის ფაქტორი, რომელიც უშუალოდ სამუშაოსთანაა კავშირში და თანამშრომლის პიროვნული მიდრეკილებებითაა განპირობებული; ესენია: წარმატება, კარიერული ზრდა, აღიარება და მოწონება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შემოქმედებითი ზრდის პოტენციალი. პერსონალის მართვისას მენეჯერებმა, - თვლის ჰერცბერგი, - ფაქტორთა ორივე ჯგუფი უნდა გაითვალისწინონ.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9