1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

განხორციელების შეხვედრა

მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განხორციელების დაგეგმვას, ანუ უნდა განისაზღვროს, თუ ვინ, რას და როდის გააკეთებს. ბუნებრივია, დაგეგმვა მენეჯერს დამოუკიდებლადაც შეუძლია, მაგრამ შეხვედრაზე ეს პროცესი ბევრად ეფექტიანად განხორციელდება. თანამშრომლებმა უკეთ იციან, ვის რა გამოცდილება აქვს, ვის სურს მსგავსი დავალებების შესრულება, ვის აქვს კარგი ბაზა (ცოდნა, ინფორმაცია, მზაობა, აღჭურვილობა და სხვა). მენეჯმენტის რეგულარული შეხვედრა რა არის მართვის ეფექტიანობის წინაპირობა? ეს არის მენეჯმენტის გუნდის რეგულარული შეხვედრები პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის - რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას საქმის ცოდნით აკეთებენ. ბევრ მენეჯერს წარმოდგენა არ გააჩნია, თუ რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო მენეჯმენტის შეხვედრების ეფექტიანობისათვის. ეფექტიანად ფუნქციონირებადი და პრობლემების გადამჭრელი ჯგუფი თავისთავად არ მიიღება, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას გარკვეული დრო სჭირდება. გამოცდილება აჩვენებს, რომ მენეჯმენტის რეგულარული შეხვედრის ეფექტიანად განხორციელებისათვის მენეჯერმა და მისმა გუნდმა 17 ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. ეს ფაქტორები ინსტრუქციების სახით ქვემოთ იქნება მოცემული. ყველა მათგანი არ არის განკუთვნილი ყველა ტიპის ჯგუფისათვის. ზოგი ინსტრუქცია შეესაბამება საშუალო და მაღალი დონის ენეჯმენტის შეხვედრას, ზოგი - ქვედა დონის მენეჯმენტის შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი. ზოგი ინსტრუქცია კი იდეალურ შემთხვევაშია გამოსაყენებელი.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9