1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იდე იდი

იდეალისტი მარკეტერები

ძირითადად, ბიზნესსკოლის ახალ კურსდამთავრებულებში ვხვდებით. მათ, როგორც წესი, სათანადო ხედვა და თეორიული ცოდნა აქვთ, თუმცა, არ გააჩნიათ გამოცდილება, რომელიც მათ „კრეატივის ფრთებს“ დაუმოკლებდა. ამ ადამიანებს ნებისმიერი თემა მოსწონთ და უამრავი იდეის გენერირებას იწყებენ. გამოცდილი მარკეტერებისგან განსხვავებით, ისინი არ ფიქრობენ იდეის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტზე, მისი განხორციელების შესაძლებლობაზე ან მომგებიანობაზე, არ ითვლიან დახარჯულ ლარზე მოსალოდნელ ეფექტს. პროფესიული განვითარების ამ ეტაპზე მარკეტერები ჩარჩოებს არ ცნობენ და პროფესიას ვარდისფერი სათვალით უყურებენ. პირველივე სამუშაო ადგილზე რეალური პრობლემის წარმოქმნისას მათ აღნიშნული პროფესიის მიმართ იმედი უცრუვდებათ, თუმცა, საკუთარ თავთან კონსენსუსამდე მისვლით, მათგან მართლაც კარგი მარკეტერი გამოდის.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9