1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლეიტონ ალდერფერის ERG თეორია

მოთხოვნილებათა სამ ძირითად ჯგუფზე საუბრობს. ესენია ეგზისტენციური, ანუ საარსებო (E - existence); სოციალური, ანუ ურთიერთობების (R - Relatedness) და განვითარების (G - Growth) მოთხოვნილებები. მასლოუს თეორიისგან განსხვავებით, ალდერფერმა არ განალაგა მოთხოვნილებები იერარქიულად და ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია მათი პარალელური აქტივაციაც. ალდერფერის თეორიის თანახმად, თუ რომელიმე ერთი დონის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ძალისხმევა მუდმივად ფრუსტრაციით მთავრდება, ადამიანი რეგრესირებს, ანუ უბრუნდება ისეთ ქცევას, რომელიც უფრო კონკრეტულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს: თუ თანამშრომელს არ შეუძლია თავის სამუშაო ადგილზე პიროვნული ზრდის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მან, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, თავისი საქმის ზუსტად იმ დოზით შესრულება გადაწყვიტოს, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად და სოციალური მოთხოვნილებების (ანუ უფრო დაბალი დონის მოთხოვნილებების) დასაკმაყოფილებლად.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9