1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლიენტის სასიცოცხლო დროის ღირებულება

სხვაობა კლიენტის სასიცოცხლო ციკლის პერიოდში მიღებულ შემოსავალსა და მის მოზიდვაზე, მომსახურებასა და შენარჩუნებაზე გაწეულ ხარჯს შორის. რადგან კომპანიასა და კლიენტს შორის ურთიერთობა შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს, შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გამოთვლისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ფულის ღირებულება დროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს მომავალი შემოსავლებისა და ხარჯების დისკონტირება, რათა დავადგინოთ მომავალი ფულადი სახსრების ნაკადის წმინდა დღევანდელი ღირებულება. კომპანიის თითოეული კლიენტის სასიცოცხლო დროის ღირებულებათა ჯამი კლიენტის კაპიტალს (customer equity) წარმოადგენს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9