კრეატივი და დისციპლინა დაბალანსებული აქვს, გააჩნია უნარი და სურვილი, შეისწავლოს მიზნობრივი ბაზარი, აღიქვას მისგან წამოსული ყველაზე სუსტი სიგნალებიც კი. ასეთ მარკეტერს გაცნობიერებული აქვს, რომ პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებელი განყენებული, ორგანიზაციიდან დაშორებულ ადამიანთა ერთობლიობა არ არის. ეს ის ძირითადი რგოლია, რომლის დაკმაყოფილებაც მისი, ისევე, როგორც მისი ორგანიზაციის, მთავარი მიზანია. კარგ მარკეტერს უნდა შეეძლოს, მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი და ზე-კმაყოფილიც კი ჰყავდეს. მან იცის, როდის არის რეკლამა იდეალური, რადგან იგი რგოლსა თუ სურათს მომხმარებლის თვალით აფასებს. მან იცის, იყიდის თუ არა მომხმარებელი პროდუქტს, რადგან ესმის, რა წარმოადგენს მომხმარებლისთვის ფასეულობას და ისიც ხელეწიფება, როგორ გარდაქმნას ეს ფასეულობა პროდუქტში; როგორ მიაწოდოს იგი ბაზარს. რაც მთავარია, მას უყვარს თავისი საქმიანობა და ის პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც გააქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ მარკეტერი წარმატებით ვერასოდეს წარმოაჩენს და გაყიდის პროდუქტს, რომელსაც თვითონ არ იყიდდა და რომლისაც თვითონ არ სჯერა.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008