1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იძუ

იძულებით მარკეტერები

იმ ადამიანთა კატეგორიაა, რომლებიც კარგ ბიზნესსკოლაში მოხვდნენ და მარკეტინგის სფერო გამორიცხვის მეთოდით აირჩიეს. მათ ბევრი არ უფიქრიათ უნარებსა თუ კრეატიულობაზე და ფილიპ კოტლერის „მარკეტინგის საფუძვლების“ ზედმიწევნით კარგად შესწავლა საკმარისად და არა აუცილებელ მინიმუმად ჩათვალეს ამ სფეროში საქმიანობისთვის. მათ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ბრიგჰამის „ფინანსური მართვის“ სახელმძღვანელო ნაკლებად მოეწონათ. ამ ადამიანთა კარიერა ხშირად სტაბილურად მიემართება წინ, თუ ისეთ ინდუსტრიაში მოხვდნენ, სადაც კომპანიას „წიგნით“ განხორციელებული სტრატეგია ეპატიება და რაიმე ახლის შექმნა არ მოეთხოვება.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9